skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილმა ევროპელ კოლეგებს დაბომბვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა რიგი სატელეფონო საუბრები გამართა ევროკავშირის ექვსი ქვეყნიდან კოლეგებთან და მიაწოდა მათ ინფორმაცია 6 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც მართვადი რაკეტა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა.


ბეჟუაშვილი ესაუბრა ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, შვედეთის, ბულგარეთის და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ესპანეთი ამჟამად ეუთოს თავმჯდომარეობს.


მან ასევე სატელეფონო საუბარი გამართა პორტუგალიის  – ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის –  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან მანუელ ლობო ანტუნესთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ევროპელ კოლეგებს ”ადეკვატური” რეაქციის გამოხატვისაკენ ”საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ამ აღმაშფოთებელ თავდასხმასთან დაკავშირებით”.

საგარეო უწყების ცნობით, გელა ბეჟუაშვილი 7 აგვისტოს ასევე ესაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს მეთიუ ბრაიზას და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნების.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button