skip to content
ახალი ამბები

ირლანდიური ბანკი შესაძლოა ქართულ ბაზარზე შემოვიდეს

ირლანდიურმა ბანკმა Allied Irish Banks Limited-მა (AIB) გამოთქვა სურვილი რომელიმე ქართულ ბანკში განახორციელოს ინვესტიცია, იტყობინება საქართველოს ეროვნული ბანკი 23 ივლისს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე დღეს AIB-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი მზარდი სექტორია, სადაც წელს 700 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაა მოსალოდნელი.

ირლანდიური ბანკი AIB სამი ბანკის გაერთიანების შედეგად 1966 წელს დაარსდა. ბანკის მთლიანი აქტივები, 2005 წლის მდგომარეობით, 133 მილიარდ ევროს შეადგენდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button