ახალი ამბები

ანთაძე გზების ჩაკეტვის მიზეზებს ცხინვალში გაარკვევს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე ცხინვალში მიემგზავრება, სადაც ადგილზე გაარკვევს, თუ რატომ მიიღო დღეს დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ჩაკეტოს ქართულ სოფლებთან მისასვლელი გზები კონფლიქტის ზონაში.


სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი შეხვდება შერეული სამშვიდობო ძალების სარდალს მარატ კულახმეტოვს და სავარაუდოდ, შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეს, დე ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერს ბორის ჩოჩიევს.


ოსური მხარის განცხადებით, გზების ჩაკეტვა მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ქართული მხარის და მისი ”მარიონეტული მთავრობის” მიერ დაგეგმილი პროვოკაციების თავიდან აცილებას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button