ახალი ამბები

კარასინი მოსკოვში ბაღაფშს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 30 აპრილს მოსკოვში ”აფხაზეთის პრეზიდენტს” სერგეი ბაღაფშს შეხვდა, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.


ამავე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ძირითადი საკითხები, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 13 აპრილს მიღებული რეზოლუციის შესრულებასთან დაკავშირებით.


”აღინიშნა, რომ მოლაპარაკებათა პროცესის განახლების პროცესისთვის გადამწყვეტი იქნება იქ [რეზოლუციაში] ასახული მოთხოვნების შესრულება ქართული მხარისადმი ”უზრუნველყოს, რომ კოდორის ხეობაში სიტუაცია შეესაბამებოდეს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ 1994 წლის 14 მაისის მოსკოვის შეთანხმებას”, და ასევე აფხაზური მხარისადმი – გამოიჩინოს თავშეკავება საქართველოს შესაბამისი ვალდებულებების გათვალისწინებით,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო შეტყობინებაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button