skip to content
ახალი ამბები

ლავროვი ევროკავშირთან მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოზე საუბრობს

რუსეთისა და ფინეთის (ევროკავშირი თავმჯდომარე ქვეყნის) საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში ევროკავშირი-რუსეთის პარტნიორობის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს, რომ საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს.


“იმედი მაქვს, რომ ყველას ესმის ის რეალური სიტუაცია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გარშემო არსებობს, ყოველ შემთხვევაში მათ მაინც, ვინც იციან რეალური ფაქტების შესახებ. მე შევხვდი გელა ბეჟუაშვილს [მოსკოვში 1 ნოემბერს] და ჩვენი საუბრის შემდეგ, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მასაც ძალიან კარგად ესმის ეს. პირველ რიგში – როგორც ამას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ითვალისწინებს – [საჭიროა] მტრული რიტორიკის შეწყვეტა, პროვოკაციების შეწყვეტა და უშიშროების საბჭოს რეზოლუციების და იმ შეთანხმებების შესრულება, რომლებიც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების პროცესში იქნა მიღწეული“, – განაცხადა ლავროვმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button