skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი თბილისთან მაღალი დონის დიალოგისგან თავს იკავებს

რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის მოდესტ კოლეროვის განცხადებით, თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგს აზრი არ აქვს, სანამ საქართველო “მტრული საქმიანობას“ არ შეაჩერებს. 


“პრობლემა სადმე ჩასვლა კი არ არის, არამედ შეხედულების გადახედვაშია. საკითხი იმაში კი არ მდგომარეობს, თუ ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯებს, არამედ ურთიერთობების სისტემის მოფიქრებაში“, – განუცხადა მოდესტ კოლეროვმა ქართულ ტელეკომპანიებს. 


8 ოქტომბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ის მზად არის შეხვდეს თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს “ნებისმიერ დროს”. “ჩვენ დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვართ”, – დასძინა მან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button