ახალი ამბები

მმართველი პარტიის ოფისის აფეთქების მცდელობის გამო გიორგაძის მომხრე დააკავეს

შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, 9 სექტემბერს ღამით დააკავეს იგორ გიორგაძის კიდევ ერთი მომხრე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ოფისის აფეთქებას გეგმავდა.


“ადგილზე იქნა დაკავებული ეს ადამიანი. მას აღმოაჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერებები. ეს ადამიანი ადრე მუშაობდა უშიშროების სამინისტროში, იგორ გიორგაძის მინისტრობის დროს და ამ ბოლო დროს იყო პარტია სამართლიანობის და პანტელეიმონ გიორგაძის [იგორ გიორგაძის მამის] კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი“, – განუცხადა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს.


6 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად იგორ გიორგაძის პარტიისა და მისი სატელიტი ორგანიზაციების 29 აქტივისტი დააკავეს, თუმცა მხოლოდ 12 მათგანს შეუფარდეს 8 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ბრალდებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button