skip to content
ახალი ამბები

პატარკაციშვილი საქართველოს “ვიზიტით“ ეწვია

დღეს საკუთარი ტელეკომპანიის “იმედის“ ეთერში გავლენიანმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს.


“ბევრი საუბრებია მერობის კანდიდატურაზე. მინდა გავერკვე რაშია საქმე, რა ხდება და მივიღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა პატარკაციშვილმა, რომლის კანდიდატურის თბილისის მერის პოსტზე წამოყენებასაც ახალი მემარჯვენეები აქტიურად უჭერენ მხარს.


ბადრი პატარკაციშვილი თბილისში 2–თვიანი პაუზის შემდეგ ჩამოვიდა. თუმცა, როგორც ჩანს პატარკაციშვილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველო აღარ იქნება. მისი თქმით, თუ ადრე იგი საქართველოში ცხოვრობდა და ვიზიტით სხვაგან დადიოდა, ამჯერად ის საქართველოს ეწვია “ვიზიტით“.


ბადრი პატარკაციშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი 11–12 სექტემბერს თბილისში უმასპინძლებს News Corporation–ის წარმომადგენლებს, რომელთაც მედია ჰოლდინგის “იმედის” აქციათა ნაწილი ცოტა ხნის წინ შეიძინეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button