ახალი ამბები
იტალიაში საქართველოს მოქალაქე ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს
ეუთოს ცნობით, იტალიის პოლიციამ დაადასტურა ეუთოს მისიის თანამშრომლის, საქართველოს მოქალაქის, დაპატიმრების ფაქტი ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით.
“ეუთო ითანამშრომლებს იტალიის ხელისუფლებასთან გამოძიების პროცესში“, – აცხადებს ეუთო 2 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაადასტურა იტალიაში საქართველოს მოქალაქის დაპატიმრების ფაქტი.
This post is also available in: English (ინგლისური)