
საკონსტიტუციო სასამართლო ვალერი გელაშვილის სარჩელის განხილვას იწყებს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 12 ივნისს ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის წევრისთვის ვალერი გელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების თაობაზე საქმის განხილვა დაიწყო.
მაისში კონსტიტუციურმა სასამართლომ ყოფილი პარლამენტარის სარჩელი წარმოებაში მიიღო.
საპარლამენტო უმრავლესობამ ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება 31 მარტს მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც ყოფილ დეპუტატს სამშენებლო კომპანია “ევრას“ მართვაში დასდო ბრალი.
ოპოზიციონერი კანონმდებლები აცხადებენ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება პოლოტიკურად მოტივირებული იყო და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გელაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ფაქტები საკანონმდებლო ხარვეზებს შეიცავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)