ახალი ამბები

ნატოში საქართველოს თავდაცვის რეფორმები განიხილეს

17 მაისს ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა პოლიტიკური და სამხედრო-პოლიტიკურ კომიტეტების გაერთიანებული სხდომა 26+1 ფორმატში, სადაც თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მინისტრის პირველი მოადგილის მამუკა კუდავას ხელმძღვანელობით წარმოადგინა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესში მიღწეული პროგრესი.


თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავება IPAP ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ზოგადად დადებითი შეფასება მისცეს თავდაცვის რეფორმების პროცესს და დახმარება აღუთქვეს თავდაცვის სტრუქტურის შემდგომ მოდერნიზაციაში.

Back to top button