ახალი ამბები
სოხუმი მიესალმება აფხაზეთში უცხოელთა შესვლაზე შეზღუდვის მოხსნას მოსკოვის მიერ
თვითგამოცხადებული აფხაზეთის მთავრობა მიესალმება რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც აფხაზეთში შესვლაზე უცხოელი მოქალაქეებისათვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
“აფხაზეთში მადლობელნი არიან მათი, ვინც დაეხმარა ადამიანთა თავისუფალ გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას“, – იუწყება 11 აპრილს “აფსნიპრესი“ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან ბჟანიას სიტყვებზე დაყრდნობით.
ბჟანიას თქმით, ამ შეზღუდვების მოხსნას სოხუმი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)