
ახალი ამბები
ცხინვალი თბილისის “მორიგ პროვოკაციაზე“ საუბრობს
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, 31 მარტს ხაშურში ქართველმა სამართალდამცავებმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ხაზბი გულიევი დააკავეს.
თუმცა, ამავე ინფორმაციით, გულიევი მოგვიანებით მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც საქმეში ეუთოს მისია, შერეული საკონტროლო კომისია და რეგიონში განლაგებული რუსი სამშვიდობოები ჩაერიენ. დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა ამ ფაქტს თბილისის “მორიგი პროვოკაცია უწოდა“. დე ფაქტო მინისტრის ინფორმაციით, გულიევი ხაშურში სამინისტროსთვის საჭირო ინვენტარის შესაძენად იმყოფებოდა.
თუმცა კონფლიქტების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში უარყვეს აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადეს, რომ პოლიციამ გულიევს მხოლოდ საბუთები შეუმოწმა.