ახალი ამბები

ევროპარლამენტის დეპუტატები თბილისს სტუმრობენ

28 თებერვალს თბილისში ევროპარლამენტის დელეგაცია “ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპასთან“ (ALDE)  ფრაქციის თავმჯდომარის გრაჰამ უოტსონის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა.


ევროპარლამენტის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძეს. 


დაგეგმილია შეხვედრები სახალხო დამცველთან, პოლიტიკოსებთან, ექსპერტებთან. ასევე ოპოზიციური პარტია “რესპუბლიკელების“ ლიდერთან დავით უსუფაშვილთან.

Back to top button