
ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აფხაზეთს ეწვია
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია 24-25 თებერვალს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეწვია და რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილა.
„ტექნიკური თვალსაზრისით ორივე მხარე მზადაა დაიწყოს რკინიგზის რეკონსტრუქცია, როგორც კი იარსებებს პოლიტიკური ნება მიმოსვლის აღდგენის თაობაზე“, – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ რკინიგზის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის უფროსმა თამარ მაჭავარიანმა 27 თებერვალს.
2005 წლის ოქტომბერში ქართველ, რუს და აფხაზ ექსპერტთა ჯგუფმა დაასრულა 200-კილომეტრიანი სიგრძის რკინიგზაზე არსებული მდგომარეობის შეფასება მისი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით.