
ახალი ამბები
ბეჟუაშვილი ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე სიტყვით გამოვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 9 თებერვალს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს ყოველკვირეულ შეხვედრაზე მოხსენებით გამოვა, იტყობინება ეუთოს პრეს-სამსახური.
თავის სიტყვაში გელა ბეჟუაშვილი ყურადღებას გაამახვილებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებასა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე.