ახალი ამბები

პუტინი: გაზზე ფასების გაზრდა ზიანს არ მიაყენებს რუსეთის პოლიტიკას პოსტ–საბჭოთა სივრცეში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ უახლოეს მეზობლებისთვის ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდა ზიანს არ მიაყენებს პოსტ–საბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკას.


“მე არ ვფიქრობ, რომ უახლოეს მეზობლებთან გაზის საბაზრო ფასებზე გადასვლიდან მიღებულმა შემოსავლებმა რაიმე ზიანი შეიძლება მიაყენონ პოსტ–საბჭოურ სივრცეში ჩვენს პოლიტიკას. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ პირიქით, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ამოცანებისა და მიზნების შესრულებას“, – განაცხადა 31 იანვარს კრემლში გამართულ მასშტაბულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა.


მისი თქმით, 15 წელი მოქმედებდა არასაბაზრო ფასთწარმოქმნის წესები და მიმდინარეობდა “ფაქტიურად  ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ეკონომიკების დოტაცია რუსეთის მომხმარებლებისა და მოქალაქეების ხარჯზე… რასაც არავინ არ აფასებს, თითქოს ასეც უნდა იყოს“.


პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, პარტნიორებს გაზის საბაზრო ფასებზე გადასვლა მოულოდნელობად არ უნდა აღექვათ, “რადგან ამაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ“.


2006 წლიდან რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომმა“ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნების ნაწილს გაზის ღირებულება გაუზარდა: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და მოლდოვა 1000 კუბამეტრ ბუნებრივ აირში 110 აშშ დოლარს იხდიან, უკრაინა კი 95 აშშ დოლარს იხდის. თუმცა რუსული გაზის ფასი არ გაზრდილა ბელორუსისთვის, რაც 1000 კუბურ მეტრზე 47 აშშ დოლარს შეადგენს. 

Back to top button