ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე კვირას თავისი პარტიის პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციას გეგმავს. სწორედ ამ პარტიის საშუალებით გეგმავს იგი შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.


30 იანვარს რამდენიმე ქართულმა გაზეთმა და საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან, მას შემდეგ, რაც იგი ექვსკვირიანი ევროპული ტურნედან საქართველოში დაბრუნდა.      


ინტერვიუში ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპული ტურნეს დროს, რომლის დროსაც იგი საფრანგეთს, გერმანიას, ავსტრიას და ბელგიას სტუმრობდა, მან საერთაშორისო ფორუმებში მიიღო მონაწილეობა, შეხვდა ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჰავიერ სოლანას ბრიუსელში და რამდენიმე გერმანული ფონდის წარმომადგენელს.


ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივ მოძრაობა “სალომე ზურაბიშვილის მოძრაობას“ ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ მან დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპული ინიციატივა საქართველოსთვის“, რომლის მთავარი ამოცანაც იქნება ევროპის მხრიდან მეტი ყურადღების მიპყრობა საქართველოზე.


სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისთვის ევროპაში მოგზაურობა გარკვეული ტესტი იყო იმისათვის, რათა დაენახა, თუ რამდენად ძლიერია მისი პოპულარობა საქართველოში.


“ეს [საზოგადოებრივი მხარდაჭერა] არის ჩემი სიძლიერე, თუმცა მხოლოდ ამაზე [პოლიტიკური კარიერის] აგება არ შეიძლება. ჩემი ევროპაში მოგზაურობის ერთ-ერთი მიზეზი იყო დამენახა იყო თუ არა ეს საზოგადოებრივი მხარდაჭერა ემოციური, რომელიც რაღაც პერიოდში გაივლიდა, თუ ეს უფრო ღრმა და ძლიერი იყო. მოხარული ვარ, რომ ეს [მხარდაჭერა] არ გაქრა ამ ექვს კვირაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროსთვის 30 იანვარს მიცემულ ინტერვიუში.  



 

მსგავსი/Related

Back to top button