
ახალი ამბები
გაზსადენის აღდგენა “საბოლოო ეტაპს“ უახლოვდება
საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“ იტყობინება გაზის ტრანსპორტირების კომპანიის “კავკაზტრანსგაზის“ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები საბოლოო ეტაპს უახლოვდება.
ვიქტორ კრაინოვის განცხადებით, გასულ ღამეს რაიმე საგანგებო სიტუაცია არ შექმნილა, რაც შეაფერხებდა გაზსადენზე სარემონტო სამუშაოებს.
“კავკაზტრანსგაზის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილი ზინოვიევმა 27 იანვარს “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ რუსეთმა საქართველოსთვის გაზის მიწოდება შესაძლოა 28 იანვარს აღადგინოს.