
ახალი ამბები
უკრაინა საქართველოს საწვავით ეხმარება
უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ჰუმინატარული დახმარება გამოუყოს, იტყობინებოდა უკრაინის მთავრობის პრეს-სამსახური 26 იანვარს.
„საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის თაობაზე“ [უკრაინის] პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება გამოყოს ფონდები სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან აზერბაიჯანში დიზელის საწვავის და მაზუთის შესყიდვის თაობაზე, რომელიც შემდეგ საქართველოს გადაეცემა ჰუმანიტარული დახმარების სახით“, – ნათქვამია უკრაინის მთავრობის განცხადებაში.