
ახალი ამბები
თბილისს ელექტროენერგია კვლავ შეზღუდვებით მიეწოდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ამ დროისათვის თბილისს 450 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდება, დეფიციტია 80 მეგავატს შეადგენს.
აზერბაიჯანიდან 50 მეგავატი ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდება, 120 მეგავატს “თელასი” დასავლეთის ჰიდროელექტროსადგურებიდან იღებს. 80 მეგავატს თბილსრესის მე-4 ენერგობლოკი გამოიმუშავებს.
ჯერ-ჯერობით ტექნიკური ხარვეზების და არასაკმარისი ბუნებრივი აირის გამო ვერ ხერხდება მე-9 ენერგობლოკის ჩართვა. სოხეთში ენერგოკრიზისის გამო არ ხორციელდება ამ ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტი.
ვერ ხერხდება ელექტროგადამცემი ხაზის „იმერეთის“ აღდგენა, რომელიც ქარბუქის გამო ავარიულად 26 იანვარს გამოირთო. ამის გამო ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება საქართველოს რეგიონებს.
კვლავ შეზღუდვებით მიეწოდება ბუნებრივი აირი თბილისის მოსახლეობას.