
ახალი ამბები
ყაზახმა ინვესტორებმა აჭარაში 21 სასტუმრო შეიძინეს
ყაზახმა ინვესტორებმა, ბანკ “ტურან ალემის“ მხარდაჭერით, 21 სასტუმრო შეიძინეს აჭარაში. “ტურან ალემის“ წარმომადგენლის იერკინ ტატიშევის ინფორმაციით, აჭარაში ჩადებული ინვესტიცია 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის განცხადებით 2007 წლიდან აჭარის შავი ზღვისპირა კურორტებზე ახალი სასტუმროების მშენებლობა დაიწყება.
“2007-2008 წლები იქნება აჭარაში ტურისტული ინფრასტურქტურის განვითარების წლები… გადაწყვეტილების შესაბამისად ბანკი ვალდებულებას იღებს, რომ არც ერთი გაყიდული ობიექტი არ დაკარგავს პროფილს“, – იუწყება 19 იანვარს აჭარის მთავრობის პრეს-სამსახური ლევან ვარშალომიძის სიტყვებზე დაყრდნობით.