ახალი ამბები

ჰოლანდიური ავიაკომპანია საქართველოს ტოვებს

ავიაკომპანია “ჰოლანდიის სამეფოს ავიახაზებმა“ (KLM) საქართველოში ფრენების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა კომპანია მგზავრებს მარტის ბოლომდე მოემსახურება. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა უკვე აცნობა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტს.


სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენის ხელმძღვანელის გიორგი მჟავანაძის ინფორმაციით, კომპანიის წასვლა მხოლოდ ეკონომიკურ საფუძველს ემყარება.
 
“[კომპანიის მიერ] ჩატარდა გასული წლის ანალიზი. ავიაკომპანია ვერ გავიდა მოგების იმ დონეზე, რომელსაც ელოდებოდნენ…. არანაირი სხვა მიზეზი არ არის“, – განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.


კომპანია KLM-ი, რომელიც საქართველოს ბაზარზე ორი წლის წინ შემოვიდა,  თბილისი-ამსტერდამი და ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს კვირაში სამჯერ ახორციელებდა. 

Back to top button