
ახალი ამბები
ბაღაფში დსთ–ს ეკონომიკური სანქციების გაუქმებას ითხოვს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში 1996 წლის 19 იანვარს დსთ–ს ქვეყნების მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც აფხაზეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დაწესდა.
“ტენდენციები, რომელიც ბოლო დროს მოლაპარაკებათა პროცესში შეიმჩნევა, ადასტურებს, რომ სანქციების გამოყენება შეცდომა იყო“, – იუწყება 19 იანვარს “აფსნიპრესი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, სანქციების მოქმედების 10 წელი მძიმედ აისახა აფხაზეთის სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობასა და მის თითოეულ მაცხოვრებელზე.
“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დსთ–ს ქვეყნების გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს“, – დასძინა დე ფაქტო პრეზიდენტმა.