skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი ჯანდაცვისა და განათლების ახალ პროგრამებზე საუბრობს

დღეს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვისა და განათლების სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებაზე ისაუბრა.


სააკაშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2009 წლამდე ჯანდაცვისა და განათლების ობიექტების რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა უნდა მოხდეს. “განათლებაში და ჯანდაცვაში ჩვენ უნდა ვიყოთ, როგორც ყველა ნორმალური ქვეყანა ევროპაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


“ჯანდაცვა, რომელიც დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, უახლოეს სამ წალიწადში უნდა ვაქციოთ ეროვნული დონის, თანამედროვე ჯანდაცვის სისტემად… ეს არის სრულიად შესაძლებელი დღეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


პრეზიდენტის განცხადებით, განათლება ყველაზე პრესტიჟული სფეროა. “ამ პროგრამის დასრულების შემდეგ საქართველოში არ უნდა იყოს სკოლა, რომელსაც არ აქვს გათბობა, თანამედროვე ინვენტარი და რომელიც არ არის კომპიუტიზირებული“, – დასძინა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button