ახალი ამბები

ოპოზიციონერი დეპუტატები ლიტვას სტუმრობენ

15 იანვარს ექვსი დეპუტატი ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტიდან“ ლიტველი კოლეგების მიწვევით ვილნიუსში გაემგზავრა, სადაც სოციალურ კანონმდებლობაში ლიტვის გამოცდილებას გაეცნობიან.


პარლამენტარები, რომელთაც თან ახლავთ “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, ასევე დაინტერესებულნი არიან ლიტვაში ლუსტრაციის კანონის თავისებურებების გაცნობითაც.


ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტი“ ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე განსახილველად გატანას თებერვალში გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button