skip to content
ახალი ამბები

კენიაიკინი შსკ–ს მოახლოებულ სხდომაზე საუბრობს

შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) რუსული მხარის თანათავმჯდომარე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ვალერი კენიაიკინი აცხადებს, რომ 18–20 იანვარს დაგეგმილ შსკ–ს სხდომას ჩაშლის საფრთხე არ ემუქრება, მიუხედავად მისი გამართვის ადგილმდებარეობის ირგვლივ წარმოქმნილი წინააღმდეგობისა.


“ეხლა ჩვენ ვცდილობთ გადავწყვიტოთ შეხვედრის ადგილის საკითხი… შესაძლებელია შეხვედრა ვლადიკავკაზში გაიმართოს“, – განუცხადა 13 იანვარს “რია ნოვოსტის“ ვალერი კენიაიკინმა.


ქართული მხარე შსკ–ს სხდომის თბილისში გამართვის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა სამხრეთ ოსური მხარე უსაფრთხოების გარანტიების ნაკლებობის მოტივით უარს აცხადებს თბილისში ჩამოსვლაზე.


რუსი დიპლომატი ასევე აცხადებს, რომ შსკ–ს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის მთავარი იქნება “მომავალი ნაბიჯები, რომელიც შსკ–მ შესაძლოა ქართულ–ოსური კონფლიქტის მოგვარების მიზნით ერთობლივ მოქმედებათა პროგრამის განვითარებისაკენ გადადგას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button