skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი სამხედრო ჰოსპიტალის გორში გადატანაზე კომენტარს აკეთებს

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 22 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტალის თბილისიდან გორში გადატანის თაობაზე „უფრო საინვესტიციო ღონისძიებაა, ვიდრე სამხედრო“ ნაბიჯი.


ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მათ შორის „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ, 22 დეკემბერს შეშფოთება გამოხატეს იმის თაობაზე, რომ სამხედრო ჰოსპიტალის თბილისიდან გორში გადატანამ შესაძლოა შეასუსტოს ნდობა ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივების მიმართ.


თუმცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქართული მხარე კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიან მოგვარებას ემხრობა და აღნიშნა, რომ ჰოსპიტალის გადატანის თაობაზე გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო სამხრეთ ოსეთთან.


„სხვა სამინისტროებსაც მოვუწოდებ განიხილონ გარკვეული სტრუქტურების რეგიონებში გადატანის საკითხი“, – დასძინა მან.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button