ახალი ამბები

გენპროკურატურა: რამიშვილი და კოხრეიძე პატიმრობაში უკანონოდ არ იმყოფებიან

გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა გოჩა ფარულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტელეკომპანია 202-ის თანადამფუძნებელი შალვა რამიშვილი და მასთან ერთად დაკავებული დავით კოხრეიძე ციხეში უკანონოდ არ იმყოფებიან.


შალვა რამიშვილის და დავით კოხრეიძის ადვოკატებმა 20 დეკემბერს ბრალდებულების გათავისუფლების საკითხი დააყენეს და განაცხადეს, რომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობის ვადა ამოწურულია.
 
გოჩა ფარულავას განმარტებით, პროკურატურამ საქმის გამოძიება მოცემულ ვადებში – 2 თვესა და 25 დღეში დაასრულა და საქმე არსებითი განხილვისათვის საქალაქო სასამართლოს გადაეცა.


არსებული კანონმდებლობის თანახმად კი სასამრთლოს უფლება აქვს საქმის წარმოებაში მიღებიდან ერთი წლის ვადაში დაიწყოს მისი განხილვა. 


ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებელი და პოპულარული პოლიტიკური თოქ-შოუს “დებატების“ წამყვანი შალვა რამიშვილი 27 აგვისტოს დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. შალვა რამიშვილს და დავით კოხრეიძეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა 29 აგვისტოს შეუფარდეს.

Back to top button