ახალი ამბები

გაეროს წარმომადგენელი დევნილთა საკითხებში საქართველოს ეწვევა

გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის საკითხებში ვალტერ კალინი 21 დეკემბერს საქართველოში ჩამოდის.


ვიზიტის ფარგლებში ვალტერ კალინი შეაფასებს იძულებით გადაადგილებულ პირთა მოთხოვნილებების დაცვის ხარისხს.


ამჟამად საქართველოში დაახლოებით 300,000 იძულებით გადაადგილებული პირია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button