
ახალი ამბები
პარლამენტმა მხარი დაუჭირა მოსამართლეების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებებს
დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით 174 ხმით 17–ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებსა და დამატებებს, რომელიც მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზის შემცირებას და საკონსიტუციო სასამართლოსათვის საარჩევნო დავების განხილვის უფლების შეზღუდვას ეხება.
აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა პირველად 16 დეკემბერს გაიმართა, თუმცა კანონპროეტი ჩავარდა, რადგან ოპოზიციასთან ერთად მას მხარი საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელმაც არ დაუჭირა.
საკონსტიტუციო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ასაკის ქვედა ზღვარის 35–დან 30 წლამდე შემცირებას, ხოლო საერთო სასამართლოს მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზის 30–დან 28 წლამდე შემცირებას ითვალისწინებს.