skip to content
ახალი ამბები

გელა ბეჟუაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 15 დეკემბერს აშშ-ს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან და თავდაცვის დეპარტამენტის მდივანთან დონალდ რამსფელდთან.


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრების დროს განიხილება საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები, აშშ-ის აქტიური ჩართვა სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმის რეალიზაციაში, ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ, დემოკრატიის განვითარება საქართველოში და მთლიანად რეგიონში. 

ასევე დაგეგმილია გელა ბეჟუაშვილის სიტყვით გამოსვლა “კარნეგის ფონდში“ თემაზე “დემოკრატიული ცვლილებები საქართველოში“.

ვაშინგტონში ვიზიტამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბიუსელს სტუმრობდა, სადაც ევროკავშირის “ტოიკასთან” ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმა, სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმა და საზღვრის მართვის სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button