skip to content
ახალი ამბები

კუძიევს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოსური სოფელ არცევის მილიციის უფროსის მოადგილეს ვიაჩესლავ კუძიევს, რომელსაც ბრალად ყალბი დოლარების რეალიზება ედება,  წინასწარი სამთვიანი პატიმრობა  შეუფარდა.


კუძიევი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ 5 დეკემბერს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერგნეთთან დააკავა. დაკავებისას კუძიევმა ქართველ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სროლის შედეგად დაიჭრა.


კუძიევი ამჟამად მკურნალობს სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც დღეს მისი სასამართლო პროცესი შედგა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button