skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი მიესალმება ეუთოს მინისტერიალის განცხადებას საქართველოს შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მიესალმა 6 დეკემბერს ეუთოს მინისტერიალის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ განცხადებას და მას “ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა.


“ეს განცხადება, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს წინადადებებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს დოკუმენტი ასევე უჭერს მხარს რუსული ბაზების გაყვანას და სამშვიდობო პროცესს აფხაზეთში“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის სხდომაზე 7 დეკემბერს.

This post is also available in: English Русский

Back to top button