ახალი ამბები

ოპოზიცია 2006 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციურმა ფრაქციებმა “დემოკრატიულმა ფრონტმა” და “მემარჯვენე ოპოზიციამ“ 2006 წლის ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკეს და მას “ბუნდოვანი“ და “არაგამჭვირვალე“ უწოდეს.


“დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეჭვს იწვევს ბიუჯეტის პროექტში “სხვა საქონელსა და მომსახურებაზე“ გათვალისწინებული 505 მლნ ლარი, რომელიც დეტალურად არ არის გაწერილი, თუ რაზე უნდა დაიხარჯოს.


“ეს აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრების გამოყენებას 2006 წლისთვის დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე გეგმავს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა 7 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.


თუმცა ოპოზიციის შეფასებებს არ ეთანხმება ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი და აცხადებს, რომ “ამაზე დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი წარმოუდგენელია“.


ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,  2006 წელს საშემოსავლო ნაწილი 2,9 მლრდ ლარი, ხოლო ხარჯვით ნაწილი 3,2 მლრდ ლარი იქნება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button