
ახალი ამბები
პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სახელმწიფო კანცელარიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან მართავს შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა წარიმართება.
დეპუტატების განცხადებით, პრეზიდენტთან განხილული იქნება მიმდინარე საკანონდებლო და პოლიტიკური საკითხები, მათ შორის 2006 წლის ბიუჯეტის პროექტი და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელთა განხილვაც მიმდინარე სასესიო კვირას იგეგმება პარლამენტში.