
ახალი ამბები
გერმანიამ და საქართველომ ფინანსური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ფინანასთა მინისტრმა ალექსი ალექსიშვილმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა უვე შრამმა 2 დეკემბერს ხელი მოაწერეს “საქართველოს მთავრობას და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმს.
მემორანდუმით გათვალისწინებულია გერმანიის მიერ საქართველოსთვის 17 მლნ ევროს ოდენობით შეღავანთიანი სესხის და 2,25 მლნ ევროს ოდენობით გრანტის გამოყოფა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 მლნ ევრო ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურისა და ენერგოგანაწილების ობიექტების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება, ხოლო 2,25 მლნ ევრო ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნას მოხმარდება.