იმერეთის გუბერნატორმა ჟურნალისტთან დაპირიპირების გამო თანამდებობიდან წასვლაზე განცხადება დაწერა
იმერეთის რეგიონის რწმუნებულმა აკაკი ბობოხიძემ დღეს თანამდებობის დატოვების შესახებ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.
“გუშინ დავდექი ორი არჩევანის წინაშე და ვფიქრობ, რომ არჩევანი სწორად გავაკეთე… ვთვლი, რომ არანაირი თანამდებობა არ ღირს ღირსების დაკარგვად. ვთვლი, რომ ვალდებული ვარ დავიცვა ოჯახის ღირსება და ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა. მე ამავდროულად ვაცნობიერებ რწმუნებულის პასუხისმგებლობას და ვფიქრობ, რომ აქაც მივიღე სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ბობოხიძის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა იმერეთის რეგიონალური ტელევიზიის “რიონის“ ეთერში მისი ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილთან დებატებში მწვავე დაპირისპირება. გავრცელებული ცნობით, მოგვიანებით რწმუნებულმა ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.
პარლამენტის ყოფილი წევრი, ხონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე იმერეთის რეგიონში რწმუნებულად საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოში დანიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)