ახალი ამბები

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონიდან ორი ადამიანი გაიტაცეს

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, გალის რაიონის სოფელ გაგიდაში დაუდგენელი შეიარაღებული პირები დღეს გამთენიისას თავს დაესხნენ  და გაიტაცეს ხურციების ოჯახის ორი წევრი.


“ესენი [გამტაცებლები] არიან კრიმინალური ჯგუფი, შეიძლება აფხაზურ-ქართული, შეიძლება ქართული“, – განუცხადა დღეს “რუსთავი 2“–ს გალის გამგებელმა ბადრი გულისკირიამ.


გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებლები გამოსასყიდის სახით 100 ათას აშშ დოლარს ითხოვენ.  

მსგავსი/Related

Back to top button