ახალი ამბები

ოთხი ქვეყნის პრეზიდენტებმა თავისუფლების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

თბილისში ვიზიტად მყოფმა ესტონეთის, რუმინეთის, უკრაინის პრეზიდნეტებმა არნოლდ რუუტელმა, ტრაიან ბასესკუმ და ვიქტორ იუშჩენკომ თავის ქართველ კოლეგასთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად ხელი მოაწერეს თავისუფლების მემორანდუმს, რომელიც განათავსეს სპეციალურ კაპსულაში და ჩადეს თავისუფლებოს მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის საძირკველში. 

“ჩვენ აქ ვხსნით არა წმინდანის ძეგლს, არამედ თავისუფლების გამარჯვების ძეგლს“,  – განაცხადა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.  

წმინდა გიორგის მონუმენტი, რომელსაც 23 ნოემბერს ჩაეყარა საფუძველი, 2006 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნება.

Back to top button