
ახალი ამბები
რუმინეთის, უკრაინის და ესტონეთის პრეზიდენტები თბილისს სტუმრობენ
23 ნოემბერს, თბილისში “ვარდების რევოლუციის“ ორი წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში დასწრების მიზნით რუმინეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ტრაიან ბასესკუ და ვიქტორ იუშჩენკო ჩამოვიდნენ.
თბილისს 22 ნოემბერს ესტუმრა ესტონეტის პრეზიდენტი არნოლდ რუუტელი.
რუმინეთის, უკრაინის, ესტონეთის პრეზიდენტები თავიანთ ქართველ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ 22–23 ნოემბერს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმში სახელწოდებით “ევროპის განთავისუფლების ახალი ტალღა: დემოკრატია და ტრანსფორმაცია“, რომელზეც სიტყვით გამოვლენ და რეგიონალური დემოკრატიის განვითარების მიზნით კონსოლიდაციის საჭიროებაზე გაამახვილებენ ყურადღებას.
მოგვიანებით პრეზიდენტები პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ კონცერტს დაესწრებიან.