
ახალი ამბები
სააკაშვილი: მთავრობაში სრული ერთიანობა იქნება
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობაში იქნება სრული ერთიანობა და ცალეკულ სტრუქტურაში საქმის შეუსრულებლობას აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაგირება.
“ამ მთავრობაში იქნება, არის და იყო ყოველთვის სრული ერთიანობა. ყველანაირი გადახრა, საქმის ჩავარდნა, ყოველთვის გამოიწვევს შესაბამის შედეგებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოში ასევე ფუნქციონირებს ქმედითი სახელმწიფო აპარატი. “ვამაყობ მეგობრაბთან ერთად ჩემს მიერ შექმნილი სახელმწიფო აპარატით, რომელიც არის ერთ-ერთი ეფექტური ევროპაში“, – განაცხადა სააკაშვილმა 21 ოქტომბერს.