skip to content
ახალი ამბები

მთავრობამ ქათმის გრიპის პრევენციისთვის 800 ათასი ლარი გამოყო

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ საქართველოში ქათმის გრიპი არ გავრცელდეს“.


ეს განცხადება სააკაშვილმა 14 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის წევრებთან საგანგებო შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში დაფიქსირებული ქათმის ვირუსის საქართველოში გაუვრცელებლობის საკითხებს მიეძღვნა.


მთავრობამ ქათმის გრიპის პრევენციულ ღონისძიებებზე 800 ათასი ლარი გამოყო. დაგეგმილია ასევე სპეციალური სადეზინფექციო ეკიპირების შეძენა.


პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ამ დაავადების გაუვრცელებლობის მიზნით, ხელისუფლებამ ქათმის იმპორტი უკვე აკრძალა თურქეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და რუსეთიდან.


მთავრობის გადაწყვეტილებით ასევე დროებით აიკრძალა გადამფრენ მფრინველებზე ნადირობა, რომლებიც შესაძლოა ვირუსის მატარებლები იყვნენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button