ახალი ამბები

საგარეო უწყებისთვის ზურაბიშვილის მისამართით დეპუტატის კრიტიკა მიუღებელია

საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოთქვა 12 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის დავით კირკიტაძის გამონათქვამების გამო, რომელმაც საგარეო უწყების ხელმძღვანელს სალომე ზურაბიშვილს “დაუდევარ” ქმედებაში დასდო ბრალი.


დეპუტატებმა სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის პარლამენტში დაგვიანებით წარდგენის გამო გააკრიტიკეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო წერილში ნათქვამია, რომ “საგარეო უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პირადი და დაუსაბუთებელი კრიტიკა ადამიანის მისამართით, რომელიც წარმოადგენს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეს. ეს განცხადება მიუღებელია, როცა საქმე ეხება საგარეო საქმეთა მინისტრს [სალომე ზურაბიშვილი] და იმ დროს, როცა ის ვიზიტად სხვა ქვეყანაში იმყოფება“, – ნათქვმია განცხადებაში.




 

მსგავსი/Related

Back to top button