
ახალი ამბები
პარლამენტმა საქართველო–ნატოს შორის სარატიფიკაციო შეთანხმება განიხილა
დღეს საქართველოს პარლამენტმა განიხილა დადგენილების პროექტი “საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატოს ძალებისა და ნატოს პერსონალისათვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.
შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2 მარტს ბრიუსელში მოაწერეს ხელი, ითვალისწინებს ნატოს ძალებისა და პერსონალის დროებით საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას და მის სატრანზიტო ქვეყნად გამოყენებას. ეს ხელშეკრულება ასევე ვრცელდება პარტნიორ ქვეყნებზეც, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები.