skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი: რუსეთი პასუხისმგებლობას მხოლოდ ქართულ მხარეს აკისრებს

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააპროტესტა 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, სადაც 20 სექტემბერს ცხინვალის დაცხრილავში და კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავებაში ქართული მხარეა დადანაშაულებული.


“გასაკვირია ის, რომ რუსეთის მხარე არ ამახვილებს ყურადღებას ამაზრზენ ფაქტებზე, რომელსაც ადგილი აქვს ცხინვალის რეგიონში, კერძოდ ადამიანის გატაცებებზე, ქართულ სოფლებზე თავდასხმებზე. ეს ყველაფერი ყურადღების მიღმა რჩება და ეჭვი გვაქვს, რომ ეს ხდება განგებ. რუსეთის მხარეს დაკავებული აქვს ცალმხრივი პოზიცია, რომლითაც ის ყველა პასუხისმგებლობას აკისრებს ქართულ მხარეს“, – განაცხადა დღეს ბრიფინგზე გელა ბეჟუაშვილმა.


გელა ბეჟუაშვილმა 28 სექტემბერს მოსკოვში ვიზიტის და თავის რუს კოლეგასთან იგორ ივანოვთან ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ განიხილეს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების შესახებ საკითხების ფართო სპექტრი. მათ შორის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების საკითხები.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button