ახალი ამბები

ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებები სამეზობლო პოლიტიკაზე გადაიდო

ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მოლაპარაკებები თანამშრომლობის შესახებ გაურკვეველი ვადით გადაიდო, განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჰეიკი ტალვიტიემ 30 სექტემბერს.


მან გადადების მოტივად დაასახელა ის პრობლემები, რომლებიც აზერბაიჯანსა და ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანას შორის წარმოიშვა. ევროკავშირის დიპლომატმა პრობლემის არც არსი და არც ის წევრი ქვეყანა დაასახელა, რომელსაც აზერბაიჯანთან პრობლემები აქვს.


თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანს კვიპროსთან აქვს პრობლემები, რადგანაც ბაქოს ახლო ურთიერთობების დამყარება სურს კვიპროსის თურქული ნაწილის ხელისუფლებასთან, რაც აგვისტოს ბოლოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებაში გამოიხატა.  


ჰეიკი ტალვიტიემ განაცხადა, რომ ევროკავშირის პოლიტიკა თანასწორუფლებიანობაზეა დაფუძნებული რეგიონის სამივე ქვეყანასთან მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა დასძინა, რომ თუ აზერბაიჯანი არ მოაგვარებს ურთიერთობებს ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანასთან, ევროკავშირი ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს დაიწყებს მხოლოდ საქართველოსთან და სომხეთთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button