ახალი ამბები

დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრები ერევანში იკრიბებიან

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 29 სექტემბერს ერევანში დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში იღებს მონაწილეობას.


სხდომის დღის წესრიგის მთავარ საკითხებს კორუფციისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.


სხდომის გახსნისას დსთ-ს აღმასრულებელმა მდივანმა ვლადიმერ რუშაილომ დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობის შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს თანამეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ორგანო უწოდა, იტყობინება “რია ნოვოსტი“.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button