skip to content
ახალი ამბები

სამხედრო პოლიციის უფროსი დაინიშნა

ქართული მედია იტყობინებოდა 21 აგვისტოს, რომ მამუკა მუჯირი ახლადშექმნილი სამხედრო პოლიციის უფროსად დაინიშნა, რომელიც სამხედრო შენაერთებში დისციპლინისა და წესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი.


ახალ დანიშვნამდე მამუკა მუჯირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.


გავრცელებული ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის ყოფილი უფროსი ალექსანდრე სუხიტაშვილი სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.


ქართული მედია ვარაუდობს, რომ ეს ახალი დანიშვნები თავდაცვის სამინისტროში შესაძლოა იყოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს შორის არსებული უთანხმოების კიდევ ერთი ნიშანი.


ორივე, მუჯირი და სუხიტაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრმა გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობებიდან. სუხიტაშვილი შიდა ქართლის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან მარტში მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა შიდა ქართლის ადგილობრივ პოლიციას კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება მოსთხოვა და ზოგიერთი ადგილობრივი მაღალი რანგის პოლიციელი კონტრაბანდული საქმიანობის ხელშეწყობაში დაადანაშაულა.   

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button