skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს ელჩმა საქართველო დატოვა

რიჩარდ მაილსი, რომელსაც საქართველოში აშშ-ს ელჩის თანამდებობა 2002 წლის აპრილიდან ეკავა, 12 აგვისტოს როტაციის ვადის ამოწურვის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. აშშ-ს ახალი ელჩს ჯონ ტეფტს თბილისში აგვისტოს ბოლოს ელიან.


სამშობლოში გამგზავრებამდე რიჩარდ მაილსმა თავის კარიერას საქართველოში „ძალიან საინტერესო“ უწოდა. აშშ-ს საელჩოს ვერ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მაილსი აცხადებს, რომ „ძალიან ამაყი ვარ, რომ აქ ვიმსახურე ელჩად“.


რიჩარდ მაილსმა, რომლის მისიაც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა, დიპლომატიურ სამსახურში 38 წელი იმსახურა.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button